ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი საესტრადო მომღერალი, მსახიობი და ანსამბლ „ივერიას“ წევრი, თემურ წიკლაური გარდაიცვალა. – ამის შესახებ ინფორმაციას ლეგენდარული მომღერლის ოჯახის წევრები ადასტურებენ.

გარდაცვლილი მომღერალი კორონავირუსის ინფექციის გამო მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.

თემურ წიკლაური 75 წლის გახლდათ.

ინფორმაციითშვის, თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

თეიმურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, მათ შორის: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985). თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.

იტვირთბა....