ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

(ფოტო) “რუსეთთან თამაშის წინ საკომუნიკაციო საშუალებების დაზიანება ანტისახელმწიფოებრივი თემაა”- ვინ გამოიყვანა მწყობრიდან რაგბის კავშირის საკომუნიკაციო სერვერი

რაგბის ფერდერაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათვქამია, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს შეიზღუდა საკომუნიკაციო საშუალებები, რაც სამუშაო პროცესის შეფერხებას იწვევს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე დღით ადრე იმეილებში განხორციელდა არაავტორიზებული პირების შეღწევა და ინფორმაციის მოპოვება(იხ.დანართი).

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტი ირაკლი ჯანყარაშვილი წერს, რომ რაგბის ფედერაციაში შეიჭრნენ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები, რომლებმაც გათიშეს ყველა საკომუნიკაციო სერვერი და ეს მაშინ, როცა ქვეყანა რუსეთის წინააღდმეგ მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადება.

“მეტრონომი” მეტი დეტალის გასარკვევად ირაკლი ჯანყარაშვილს დაუკავშირდა . ირაკლი ჯანყარაშვილი ადასტურებს, რომ რაგბის კავშირის საკომუნიკაციო საშუალებების მწყობრიდან გამოყვანა ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერების მიერ მოხდა, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე წყაროს არ ასახელებს.

ჯანყარაშვილის განცხადებით, ირაკლი აბუსერიძის მიზანია, საქართველოს ნაკრები რუსეთთან დამარცხდეს, რადგან შემდეგ რაგბის კავშირში გასატარებელ რეფორმებზე ისაუბროს.

“წყაროს ვერ დაგიდასტურებთ, საიდან მაქვს ინფორმაციო. მწყობრიდან გამოვიდა საკომუნიკაცია საშუალებები, ეს ინფორმაცია დადასტურებულია, მაგრამ წყაროს უსაფრთოებიდან გამომდინარე ვერ დაგიდასტურებთ, აბუსერიძის მხარდამჭერები ცდილობენ, მწყობრიდან გამოიყვანონ საკომუნიკაციო საშუალებები, იმისათვის, რომ რუსეთთან თამაშის წინ დაზიანება მიაყენოს რაგბის ფედერაციასა და ჩვენს ნაკრებს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ,აბუსერიძეს არ აქვს ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შანსი.

თუ რუსეთთან მატჩში საქართველოს ნაკლები დამარცხდება, აბუსერიძეს მეტი ლავირების საშუალება ექნება, ექნება სათქმელი, რომ რაგბში რაღაცა რეფორმები არის ჩასატარებელი და ნაკრებს სხვა ხელმძღვანელობა სჭირდება. და აბუსერიძეს თუ ამის ძალაუფლება ექნება, მისი კადრებით ჩანაცვლებას დაიწყებს, ამიტომ, მისი მიზანია, რომ საქართველოს ნაკრები რუსეთთან პრინციპულ თამაშში დამარცხდეს,”- განაცხადა ირაკლი ჯანყარაშვილმა.

“მეტრონომი” ამავე თემაზე ესაუბრა  „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელს, კონსტანტინე მორგოშიას, რომელიც რაგბის ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებასა და სამართლებრივ დავაზე  სოციალურ ქსელში წერს.

კონსტანტინე მორგოშია რუსეთთან მატჩის წინ რაგბის კავშირის საკომუნიკაციო “სერვერების” გათიშვას საბოტაჟს და მიზანმიმართულ მოქმედებას უწოდებს.  მორგოშიას განცხადებით, პირადმა დაპირისპირებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ნაკრებსა და ქვეყნის ინტერესებს.

“ფედერაცია წერს, რომ რაგბის შენობაში შეიჭრნენ პირები. ვარაუდობენ, რომ ესენი არიან აბუსერიძის მხარდამჭერები და ფაქტობრივად, პარალიზებულია რაგბის კავშირი გამომდინარე იქიდან, რომ კომპიუტერებზე სერვერები შეცვლიია, შეცვლიია პაროლები და პრინციპული თამაშის წინ, როდესაც საქართველოს ნაკრები რუსეთს ეთამაშება, ფაქტობრივად ფედერაციებს შორის კომუნიკაცია ვერ ხერდხდება და გუნდის ეკიპირებაზეა საუბარი, სპორტსმენებთანაც კომუნიკაცია ვერ დგება, ანუ საბოტაჟს აქვს ადგილი და დანარჩენი სამართლებრივი შეფასებაა, როდესაც ფერედრაციის ფუნქციონირებას ხელს უშლი და შეიჭერი, ეს ძალოვნების გასარკვევია, მაგრამ რა დაპირისპირებაც არ უნდა იყოს და ვის პრეზიდენტობა უნდა, რაგბისტებმა და თვითონ ფედერაციამ რა დააშავეს. თამაში აქვთ და სპორტსმენებს საერთოდ არ უნდა ეხებოდნენ. თქვენც ხომ ხვდებით, რომ საბოტაჟის ნიშნებია, თამაშის წინ, როდესაც ფედერაციას არ აქვს საშუალება, რომ იფუნქციონიროს, მაგით რა შედეგს მივიღებთ, რომ რუსეთთან თამაში არ შედგება ჩვენი მიზეზით და წავაგეთ?! და რატომ, როცა ყოველთვის ვუგებთ. გინდ რუსეთი არ იყოს და ნებისმიერი კავშირი იყოს,”- აცხადებს კონსტანტინე მორგოშია.

მორგოშიას თქმით, ირაკლი აბუსერიძე ბრალდებებით ცდილობდა არჩევნებში მოგებას, ხოლო, ბოლო არჩევნები, სადაც აბუსერიძემ გაიმარჯვა, ლეგიტიმურად არ ჩატარებულა.

“რას ვუკავშირებ, ირაკლის პრეზიდენტობა უნდა კაი ხანია, წინა არჩევნებიდან მოყოლებული დღემდე. წინა არჩევნებზეც მათი მხრიდან იყო ბრალდებები გია ნიჟარაძეზე, რომ თანხები გაფლანგეს და შეჭამეს, იყო აუდიტის დასკვნა და არ გამართლდა ეს ბრალდებები. მოქმედ პრეზიდენტსაც, გოჩა სვანაძესაც გამოუქვეყნეს აუდიტის დასკვნა და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, გარიგებაში არიან, რომ მე საჩივარს გამოვიტან და შენ ჩემს მხარეს დადექი, დაახლოებით ეს თემაა. რაგბი ცოტა სხვა ღირებულებების სპროტია, ცოტა მხედრული სპორტია, სხვა დატვირთვა აქვს და გიჩივლებ ამას გიზამ, შევარდნები, საბოტაჟები, პროვოკაციები რაღაცეები საერთოდ არ შვენის ამ ყველაფერს.

ვცდილობ ჭორებს არ ავყვე, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ბოლო არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩატარდა და ჩატარდა დარღვევებით და გამომდინარე აქედან დაახარვეზა რეესტრმა. როგორც ვიცით 24-ში ტარდება ახალი არჩევნები, სადაც ლეგიტიმურად აირჩევენ რომელიმე კანდიდატს. მე არცერთი კანდიდატის მხარდამჭერი არ ვარ, მე ვარ ნაკრების გულშემატკივარი. ამ სპორტში წარმატებულები ვართ და ხელის ფათურები და პირადი დაპირისპირება ამ სპორტს ხელს არ შეუწყობს,”- აცხადებს მორგოშია

ამასთან, როგორც მორგოშია ამბობს, თუ საკომუნიკაციო საშუალებები ნამდვილად ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერების მიერაა დაზიანებული, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და ყველანაირ ადეკვატურ მოქმედებებს სცდება.

“თუ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას უკავშირდება ეს მოქმედება, ნიშნავს, რომ აბუსერიძე სახელმწიფო სტრუქტურას საერთოდ არ აღიარებს. მეორე თუნდაც ეგრე თუა, რაგბის კავშირში რომ შეიჭრნენ და პაროლები გამოცვალეს, რაგბისტებმა რა დააშავეს. აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი თემაა. თუ რა მე სადავო გაქვს, არსებობს სამართლებრივი ჭრილები და იდავე. შენობა დავიკავე და არ გიშვებთ, ეს ყველანაირ ადეკვატურ ქმედებებს სცდება.”- განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

შეგახსენებთ, 2020 წლის რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, თუმცა, 2021 წლის იანვარში საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დამტკიცებაზე უარი უთხრა. აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ უჩივლა ის ამბობს რომ რაგბის კავშირის არჩევნები არასწორად ჩატარდა და ხელახლა უნდა დაინიშნოს ეს არჩევნები.

 

ავტორი: თათია შაიშმელაშვილი

 

იტვირთბა....