ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვააუ, პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით მიმართავს ბიძინას მარიონეტებს!” – ჯაფარიძე ყოფილ თანაგუნდელბს პასუხობს

“გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალური ქსელის საშუალით ყოფილი თანაგუნდელების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

“მეტრონომი” ზურა ჯაფარიძის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

ვააუ, ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით (არა წინადადებით, არა ინიციატივით, თხოვნით!) მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, ყ*** დაიკიდონ ჩემი თავისუფლება (!) და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე

რა დროს ჩემი თავისუფლებაა, “ქართული პარლამენტარიზმია” გადასარჩენი.

სადმე სსიპ-შიც დაასაქმებინეთ ჩემი თავი, მართლა რა დე*** რამეა ეს თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა,“ – წერს ზურა ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, დღეს, პარტია “გირჩმა” განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი მმართველ გუნდს თხოვნით მიმართავენ.

იტვირთბა....