30 იანვარს ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების ორსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 12 წლის მარიამ მამასახლისი სასწაულებრივად გადარჩა. მარიამის დედა ვიოლა გვაძბაია გუშინ მომხდარი საზარელი შემთხვევის დეტალებს აზოგადოებრივ მაუწყებელთან იხსენებს:
„საშინელი ხმა გავიგონე და კარები, რომ გამოვაღე გზა აღარ იყო. მეორე მხრიდან, რომ ჩამოვედი ვყვიროდი და მე თვითონ ვეძებდი ჩემს შვილს ნანგრევებში. ახლა მარიამის მდგომარეობა სტაბილურია, ფეხის პრობლემა აქვს, ესეც არ არის საგანგაშო“, – ამბობს ვიოლა გვაძბაია.