“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ჩადგა 2000 რუსი “სამშვიდობო”. რუსების პრეზენსი რეგიონში – გაიზარდა. ამის შემდეგ, მალევე ჩამოვიდა პომპეო ვიზიტით, რომლის ფოკუსიც არა დემოკრატია, არამედ – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა იყო.
შეხვდა მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერსაც, მას მერე, რაც ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთი თავისი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
პარალელურად მიდის, “ქართული ოცნების” აღვირახსნილი კამპანია, აზერბაიჯანთან შუღლის გაღვივების მიზნით, რომელშიც თავიდან ფეხებამდე ჩართულია საპატრიარქო.
თუ დროზე არ შემოვულაწუნეთ ხელისუფლებას – ყველაფერი რუსი “სამშვიდობოებით” დასრულდება. რუსეთის მიზანი ესაა და საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სამსახურშია” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.