ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

ვენესუელაში გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და პატივს უნდა სცემდეს ვენესუელელი ხალხის ნებას – მაკრონი

ვენესუელაში გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და პატივს უნდა სცემდეს ვენესუელელი ხალხის ნებას – აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

,,ვენესუელელ ხალხს დღეს ნიკოლას მადუროს დიქტატურა მოაშორეს და მათ მხოლოდ გახარება შეუძლიათ. ძალაუფლების მიტაცებითა და ფუნდამენტური უფლებების გათელვით ნიკოლას მადურომ სასტიკად შელახა თავისი ხალხის ღირსება. მომავალი გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და პატივს უნდა სცემდეს ვენესუელელი ხალხის ნებას. ჩვენი სურვილია, რომ პრეზიდენტმა ედმუნდო გონსალეს ურუტიამ, რომელიც 2024 წელს აირჩიეს, სწრაფად მოახდინოს ეს ტრანზიცია.

ახლა საუბრებში ვარ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან.

საფრანგეთი სრულად მობილიზებული და ფხიზელია, მათ შორის თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ასეთ გაურკვევლობის სავსე დროს” – წერს მაკრონი.

იტვირთბა....