ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

ყველაფერი, რაც შეთანხმებულია პარტნიორებთან, რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს – ზელენსკი

ყველაფერი, რაც შეთანხმებულია პარტნიორებთან, რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს –  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“თითქმის ყოველდღე, უკრაინაში სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება რუსეთის თავდასხმებისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით განხორციელებული დარტყმების გამო. მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1070-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, თითქმის 1000 თავდასხმის დრონი და ექვსი რაკეტა გაუშვა. ყველაფერი, რაც შეთანხმებულია ჩვენს პარტნიორებთან რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს. საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ ყველა რაკეტას, რომელიც ამჟამად პარტნიორების მიერ ინახება, ნამდვილად შეუძლია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა“ – წერს ზელენსკი.

იტვირთბა....