ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიკოლას მადურო ბრუკლინში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, ვენესუელაში ჩატარებული ამერიკული სამხედრო ოპერაციის შედეგად მათი დაკავების შემდეგ, ნიუ-იორკის ციხეში გადაიყვანეს – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, მადურო წინასწარი დაკავების იზოლატორში სამართალდამცავი ორგანოების ავტომობილების კოლონით მიიყვანეს.

დაწესებულების გარეთ ხალხის უზარმაზარი ბრბო შეიკრიბა, ბევრი მათგანი ვენესუელის დროშებს აფრიალებდა.

როგორც ცნობილია, მადუროს მომავალ კვირას მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ.

იტვირთბა....