ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კარგი სიახლე არ გვაქვს…” – თემურ წიკლაურის შვილი მიმართვას ავრცელებს

თემურ წიკლაურის შვილი, ქეთი წიკლაური მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს.

ქეთი წიკლაური “ფეისბუქით” გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, რომ მამის მდგომარეობა დამძიმდა.

„ვიცი, ბევრი თქვენგანი ჩემი მამის შესახებ ყოველდღე სიახლეს ელის – კარგ ცნობას, თუმცა, ამ წუთისთვის, ჯერჯერობით, კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა. მართალია ჩვენ იმედიანად ვართ, მაგრამ ფაქტია, მისი მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ გვესმის, ზოგადად მსოფლიოში, ამ ვირუსის გამო, როგორი მძიმე ვითარებაა, მაგრამ ყველას გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, ჩვენი ოჯახისა და კერძოდ, თემურ წიკლაურის ამჟამინდელი მდგომარეობა გაითვალისწინოთ და არანაირ ჭორსა თუ მითქმა-მოთქმას აჰყვეთ და Facebook-ზეც ცრუ ამბების გაზიარებისგანაც თავი შევიკავოთ. ასეთ დროს, ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა და კიდევ უფრო მძიმე ატმოსფერო იქმნება. პირადად მე გაცნობებთ რა ხდება, რა მოხდა და საქმე როგორ შემოტრიალდა – სასიკეთოდ თუ სხვაგვარად. გთხოვთ მხნეობას. მადლობა თანაგრძნობისთვის“ – წერს ქეთი წიკლაური.

შეგახსენებთ, ლეგენდარული მომღერალი, თემურ წიკლაური კორონავირუსით ინფიცირების გამო,  მკურნალობას გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

მეგობრებო, თემურზე საუბარი რადგან დავიწყე, ახლაც მოკლედ რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი, ვიცი, ბევრი თქვენგანი ჩემი მამის…

Posted by Навицка Катарина on შაბათი, 30 იანვარი, 2021

 

იტვირთბა....