aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რამდენად მდგრადია ბუნებრივი იმუნიტეტი ვირუსის ახალი მუტაციების მიმართ? – ექიმის განცხადება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ “შესაძლოა კოვიდთან ბრძოლამაც ოქროს კარიბჭის ღებვის პროცესის სახე მიიღოს.

ექიმის “ფეისბუქ-პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:

“საინტერესო ალბათ ბუნებრივი იმუნიტეტის რეალური ხანგრძლივობის დადგენა იქნება. ვინაიდან იმუნოგლობულინების გარდა T და B ლიმფოციტების მახსოვრობაცაა ჩართული კოვიდის საწინააღმდეგო იმუნურ მეხსიერებაში, ალბათ ლოგიკური იქნება სპეკულირება, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი საკმაოდ ხანგრძლივია და უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. მითუმეტეს, რომ რეინფექციის შემთხვევების შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით მიზერულია მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურაში; მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად მთელი წელი გავიდა პანდემიის დაწყებიდან. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ ჩქარობენ კოვიდგადატანილთა აცრას. გასაგებია, რომ ვაქცინით გამოწვეული იმუნიტეტი წესით უფრო სოლიდური უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ვაქცინის ასეთი დეფიციტია მთელ მსოფლიოში, რატომ უნდა იცრებოდნენ ერთნაირი დაჟინებით ინფექციაგადატანილებიც და „კოვიდ-ქალწულებიც“. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი CDC-იც ჯერჯერობით ბუნდოვნად აღნიშნავს კოვიდგადატანილებისათვის ვაქცინის სარგებლიანობის ეფექტის მნიშვნელობას.

რამდენად მდგრადია ბუნებრივი იმუნიტეტი ვირუსის ახალი მუტაციების მიმართ? – ამაზე პასუხს ალბათ რამდენიმე თვის შემდეგ გავიგებთ. ლოგიკის მიხედვით ვირუსი მუტაციას სწორედ იმიტომ განიცდის, რომ ასეთი მდგრადობა ვერ შენარჩუნდეს. შესაბამისად, ვერც ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი იქნება საკმარისი ყველა მუტანტი ვერსიის მიმართ. ცხადია ამაზე პასუხი ახალი ვაქცინის შექმნა იქნება და ყველაზე სწრაფად დიდი ალბათობით ამას პფაიზერი და მოდერნა მოახერხებენ თავიანთი სუპერ-ტექნოლოგიით და რნმ-ვაქცინებით.

საქართველოს მსგავსი პატარა, ღარიბი ქვეყანა, რომელიც ვაქცინების საკმარის რაოდენობას კარგა ხანი ვერ მიიღებს, ალბათ მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს კოვიდგადატანილთა მეტნაკლებად ზუსტი სტატისტიკის შექმნას, რადგან ასეთი სპექტრის აცრა შესაძლოა უფრო დაგვიანებით ჩატარდეს, ვიდრე „კოვიდ-ქალწულების“, რომლებიც ბევრად უფრო მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან.

და ბოლოს, როგორც ჩანს, ვაქცინაციის პროცესი მუდმივად გაგრძელდება, ზუსტად ისე, როგორც „ოქროს კარიბჭის“ ღებვის პროცესი”, – ნათქვამია ზურაბ გურულის პოსტში.

იტვირთბა....