ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გზავნილს “გარეჯი საქართველოა!” ერთი მხარე მეორის წინააღმდეგ არაკეთილსინდისიერად იყენებს”- გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში დავით გარეჯის თემაზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. ანალიყიკოსი წერს, რომ დავით გარეჯის თემის პოლიტიზირება საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობებს ართულებს.

როგორც ხუხაშვილი წერს, ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა უთრხას, რა პროცესები მიმდინარეობს გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად.

ამასთან, ხუხაშვილი წერს, რომ “ქართული მართლმსაჯულება უკიდურესად პოლიტიზირებულია და ის გამოყენებულია “გასაჭირის” მომენტში პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტად”

“დილის თეზისები:

1. დავითგარეჯის თემის პოლიტიზირება როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან, ართულებს საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობებს, აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს, კიდევ უფრო ყოფს და აპირისპირებს ქართულ საზოგადოებას.

2. ამ მანკიერ პროცესში “გარეჯი საქართველოა!” გზავნილს არაკეთილსინდისიერად იყენებს ერთი მხარე მეორის წინააღმდეგ, რადგან მეორე მხარეც იგივეს ამბობს მელაშვილის ჩათვლით. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ერთი საუბრობს სამართლებრივ სირთულეებზე, ხოლო მეორე მხოლოდ ემოციურ დამოკიდებულებაზე.

3. დროა მოვისმინოთ ხელისუფლებისგან, რა კეთდება ამ საკითხის გადასაწყვეტად, როგორც თვითონ ამბობენ, ახლად აღმოჩენილი გარემოებების გათვალისწინებით.

4. ვინც თვლის, რომ გარეჯი ვიღაცამ გაყიდა, შევახსენებ, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ანუ გაყიდვის ფაქტი არ დამდგარა.

5. გუშინ პროკურორის საეთერო მუქარები იმის დადასტურებაა, რომ ქართული მართლმსაჯულება უკიდურესად პოლიტიზირებულია და ის გამოყენებულია “გასაჭირის” მომენტში პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტად,”- წერს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, 28 იანვარს მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

 

იტვირთბა....