ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

გიორგი გახარია საქართველოში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია Facebook-ზე წერს, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.

როგორც გახარია წერს, ვაქცინის მიღებისთანავე პირველ ეტაპზე მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება.

“მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის.

ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება”. – წერს გახარია.

ცნობისთვის, საქართველო გაწევრიანებულია “კოაქსის” პლატფორმაზე, რომელმაც ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყნებს უნდა გაუნაწილოს. “ფაიზერი” კოვაქსის პლატფორმას 40 მილიონი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზას გადასცეს. ოფიციალური ინფორმაციით, კოვაქსის პლატფორმა 40 მილიონი დოზის განაწილებას უახლოეს დღეებში დაიწყებს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნებს საშუალება ექნებათ ვაქცინაციის პროცესი თებერვლიდან დაიწყონ. ვაქცინების ეს რაოდენობა კი 20 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი.

იტვირთბა....