კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებითან საზღვრებს კეტავს. ამის შესახებ BBC ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ჟან კასტექსის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, საფრანგეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც ამკაცრებს.
კერძოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საფრანგეთში შესვლისას მოქალაქემ PCR ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინოს.
ჟან კასტექსმა ასევე განაცხადა, რომ სამგზავრო შეზღუდვების გარდა, ქვეყანაში დაიხურება დიდი არასასურსათო სავაჭრო ცენტრები. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საიდუმლო წვეულებებისა და უკანონოდ გახსნილი რესტორნების წინააღმდეგ პოლიცია მტკიცე ზომების მიიღებს.
ცნობისათვის, საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავა მაღალია. გუშინ ქვეყანაში ვირუსს კიდევ 820 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 75 620-მდე გაიზარდა. საფრანგეთში ყოველდღე, 18:00-დან 06:00 საათამდე, ე.წ. “კომენდანტის საათი” მოქმედებს.