ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მაღალი მოთხოვნის გამო გეგმავს, ე.წ. მესამე ქვეყნებში ევროპაში წარმოებული კოვიდვაქცინის ექსპორტი გაამკაცროს.
ევროკომისიამ ამასთან დაკავშირებით რეგულაცია უკვე მიიღო, რომელიც ევროკავშირში წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესებას გულისხმობს.
შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, შეერთებულ შტატებს, კანადასა და ავსტრალიას შეეხება.
ახალი რეგულაცია ძალაში მარტის ბოლომდე დარჩება.
შეგახსენებთ, გასულ კვირას კომპანია “ასტრაზენეკამ” ევროკავშირს განუცხადა, რომ წარმოების პრობლემის გამო, წევრ ქვეყნებს გამიზნულზე და შეთანხმებულზე ნაკლებს მიაწვდიდა.