ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაპირისპირება ნიკა გვარამიასთან გადაცემა “ნიჭიერში”

“მაგრად მკიდია მაგათი შემდეგი ტური” – განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ

“რუსთავი 2”-ის მეგაპროექტს „ ნიჭიერს“ ორშაბათობით შემოქმედებითი ჯგუფი, პროექტის წამყვანები, მონაწილეები და ჟიურის წევრები  ერთობლივად უყურებენ. როგორც „პრაიმ ტაიმის“ ჟურნალისტი წერს,  ამ ორშაბათს მშვიდად არ ჩაუვლია :

„როცა ეკრანზე მოყვარული ფეხბურთელი გამოჩნდა, ერთ მაგიდასთან მსხდომი ბიჭები განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდნენ გამომსვლელს. სწორედ ამ მაგიდასთან იჯდა „ნიჭიერის“ ის მონაწილე, რომელმაც პროექტში მონაწილეობა ჯოკერში წააგო. ნიკა გვარამიას უარმა, ლაშა მუშკუდიანი წყობილებიდან გამოიყვანა, ნიკა იქ არ ყოფილა, იყვირა და სწრაფი ნაბიჯით ჟიურისკენ წამოვიდა. მიუხედავად ლაუნჯის დაცვის წინააღმდეგობისა, მან ნიკა გვარამიასთან მისვლა მოახერხა, გვერდით დაუჯდა და გაბრაზებული ესაუბრებოდა. მალევე წამოდგა, ქურთუკი მოიცვა და გარეთ გავარდა, მას გაყვნენ მეგობრებიც და ჟურნალისტები.

ლაშა მუშკუდიანი: არაფრის თქმას არ ვაპირებ, მატყუარები არიან, შოუსთვის ყველაფერს აკეთებენ, როცა მე სცენაზე გამოვედი, ნიკა გვარამია, საერთოდ არ მჯდარა ჟიურიში, ეს გააკეთეს იმისთვის, რომ არ გადავეყვანე შემდეგ ტურში. მაგრად მკიდია მაგათი შემდეგი ტურიც, მართლა ჯოკერში წავაგე აქ გამოსვლა, უბრალოდ, ნერვები მეშლება ხალხს რომ ატყუებენ!

ნიკა, რაზე ისაუბრეთ, გაბრაზებულ კონკურსანტთან?

ნიკა გვარამია: მეკითხებოდა, ხომ არ ყოფილხართ ჟიურიში და რატომ ჩასვეს თქვენი „არაო“. მე რა ვიცი, ყველა გადაცემის მონტაჟს ხომ არ ვესწრები. ამას სხვები აკეთებენ. ყოველ შემთხვევაში, ამით არაფერი შეცვლილა, ჩემი „არა“ გადამწყეტი არ ყოფილა მისთვის, არ ვიცი რატომ გაბრაზდა.“

 

წყარო: primetime

 

 

 

იტვირთბა....