აბანოთუბანში მეჩეთი გაძარცვეს. ფაქტი სალოცავად მისულმა მორწმუნეებმა იხილეს. ამ წუთებში მეჩეთთან კრიმინალური პოლიციის მიერ მისული და გამოძიება მიმდინარეობს. მეჩეთის წარმომადგენელმა, უმაღლესმა სასულიერო პირმა მუფტმა განაცხადა, რომ მან დაკეტა საღამოს მეჩეთი, დღეს დილით კი ფანჯრები ჩამტვრეული დახვდა. მეჩეთიდან მხოლოდ კომპიუტერია წაღებული. დაზიანებული არაფერია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მომხდარზე გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით არის აღძრული.