“ძალიან გამიხარა, რომ გაათავისუფლეს, მაგრამ გგონიათ მე არ მაქვს შეკითხვები ივერი მელაშვილთან?” – ამის შესახებ მწერალმა, დათო ტურაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ტურაშვილი აღნიშნული განცხადებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვოდ გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა.
“შევხვდი მამა კირიონს, არასოდეს შემპარვია ეჭვი მის გულწრფელბაში, მაგრამ მასაც ვუთხარი და ახლაც გავიმეორებ, ეს ადამიანები სიმართლის დასადგენად კი არ დააკავეს, არამედ ჩათვალეს, რომ წინასაარჩევნოდ ეს იქნებიდა კარგი საშუალება, რომ ეთქვათ ის, რასაც გამოიყენებდნენ ოპოზიციის წინააღმდეგ.
ძალიან გამიხარა, რომ გაათავისუფლეს, მაგრამ გგონიათ მე არ მაქვს შეკითხვები ივერი მელაშვილთან? ძალიან დაინტერესებული ვარ და მეც მაქვს შეკითვა, ამ პროცესში მე რაც მარტივად მეჩვენება, რატომ არ გვარდება ასე მარტივად, ვინ არის და რა არის შემაფერხებელი?, მაგრამ მე რომ შეკითხვები მაქვს ეს ულ არ არის საკმარისი ადამიანის დასაპატიმრებლად”