ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქვს თუ არა ილია მეორეს კორონავირუსი – პირადი ექიმის განცხადება

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ილია მეორეს კორონავირუსი აქვს, არ ადასტურებს.

როგორც ცისანა შარტავამ report.ge-ს განუცხადა, პატრიარქს ვირუსისთვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი არ აქვს.

“რაღაც არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. ღვთისშეწევნით ჯანმრთელად არის. არანაირი სიმპტომი არ აქვს “,- განუცხადა პატრიარქის ექიმმა.

ცნობისთვის, ტეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კორონავირუსი დამართეს.

იტვირთბა....