გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ “იავნანაში” მკვდრადშობადობის ფაქტი დაფიქსირდა.
მშობიარის ქალის ახლობლები მკვდრადშობადობაში ექიმს ადანაშაულებენ და ირწმუნებიან, რომ ნაყოფის დაღუპვა მშობიარობის დაგვიანებით დაწყებამ გამოიწვია.
საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი დაფიქსირდა, რაც ორსულობის განმავლობაში ჟანგბადის ნაკლელობითაა გამოწვეული.
კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით ორსული აღრიცხვაზე სხვა კლინიკაში იმყოფებოდა.
“დაფიქსირდა ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი. მშობიარობამდე ორსული აღრიცხვაზე იმყოფებოდა სხვა კლინიკაში. მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა, ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილის შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურს და დადგინდება მომხდარის მიზეზები”, – აცხადებენ დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ “იავნანაში”.