საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
სებ-ის ცნობით, 29 იანვრისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.3026 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.2969 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, ასევე, ოდნავ გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 4.0037 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9982 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 29 იანვრისთვის ამოქმედდება.