ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კარტოგრაფების გათავისუფლებამ ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნდობა გააღრმავა”- ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო საკითხებზე შეთანხმდებიან, მაშინ ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ. ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში, მმართველ გუნდთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

ამასთან, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ კარტოგრაფების გათავისუფლებაზე სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ მასსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნდობა გააღრმავა.

„მე და ლევანი ისევ მოვედით, ვინაიდან გუშინაც იყო კომუნიკაცია ჩვენთან, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გავმართოთ. შესაძლოა, საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ ან ვერ მივიდეთ. რა თქმა უნდა, გუშინდელმა ფაქტმა ამ ყველაფერს ძალიან კარგი ფონი შეუქმნა, გააღრმავა ნდობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ, სადაც მმარტველ გუნდთან მორიგ მოლაპარაკებებს გამართავენ.

 

იტვირთბა....