ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. როგორც მელაშვილმა ჯურნალისტებს განუცხადა, 1929 წლის რუკაზე არსებული საზღვრის მიხედვით სადავო ტერიტორიები საქართველოს სამართლებრივად არ მიეკუთვნება.
ივერი მელაშვილის განცხადებით, თუ ქვეყანას სურს, ტერიტორიები სამართლებრივად მის საკუთრებაში იყოს, ამას რეალური მოქმედებები და ოლაპარაკებები სჭირდება.
“გვინდა ჩვენს საზღვრებში მოექცეს ერთუბანიც და ის კელიებიც, რაც ჩვენი ისტორიული შემადგენელი ნაწიია. ეს ერთია, რაც ჩვენ გვინდა, და როგორ უნდა მიაღწიო სამართლებრივად.
გავიგოთ ის, რომ ამ წუთში სამართლებრივად რა საზღვარიც არსებობს რუკებზე და რა საზღვარიც არსებობს 29 წელს დადგენილი, იმის მიხედვით განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გვინდა. ამას რომ მიაღწიო, ამას სჭირდება ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული და არა ურაპატრიოტული განცხადებები.
გამოდის პოლიტიკოსი და პოზირებს კელიებთან დაკავშირებით, გამოდის ბერი არის თუ ერი არის და ამბობს, რომ ჩვენია. ჩვენი რომ არის სულიერად რომ არის ჩვენი და გვინდა ამის მიღწევა, ამას აქვს დავისი წესი და რიგი”,- განაცხადა ივერი მელაშვილმა.
ცნობისთვის, 28 იანვარს მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.