ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულის, ივერი მელაშვილის მიმართ არსებულ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას ეხმიანება.
ანალიტიკოსი მსგავს დამოკიდებულებას “აგრესიული კონფორმიზმს” უწდებს.
“როდესაც ახლა საზოგადოების ნაწილი მელაშვილის კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას ატრიალებს და ამით ჯიუტად ამტკიცებს მის “მოღალატეობას”, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მართლა არ ესმით რა მოხდა, არამედ:
ეს არის იმ “აგრესიული კონფორმიზმის” გამოვლინება, როდესაც არ გინდა აღიარება რომ ვიღაცამ თავის დროზე “სასარგებლო ბრიყვად” გამოგიყენა, იძალადა შენს ცნობიერებაზე და “ცხვრის” არჩევანი გაგაკეთებინა. გინდა გჯეროდეს, რომ ისევ ჭკვიანი, პრინციპული , ლამაზი ხარ და ამ საამური შეგრძნების შენარჩუნებისთვის მზად ხარ ორი ხანშიშესული კი არა, ნახევარი საქართველო ციხეში ამოალპო უსამართლოდ…”- წერს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, 28 იანვარს მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.