დიდი ბრიტანეთის საბრძოლო თვითმფრინავმა პირველი იერიშები მიიტანა „ისლამურ სახელმწიფოზე“. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა გააკეთა განცხადება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„სამხედრო თვითმფრინავები ახლახანს დაბრუნდნენ სირიისდან. მათ რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს ISIS-ზე“ – ამბობს პრესსპიკერი.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა კანონმდებლებმა 10 საათიანი დებატების შემდეგ, 397 ხმით 223-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს ISIS წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვას.
დიდი ბრიტანეთის ჩართვას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეხმაურება. ობამა მიესალმა ბრიტანეთის ამ გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ISIS წინააღმდეგ მებრძოლი კოალიცია გაძლიერდა. გერმანიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სირიაში 1200 ჯარისკაცს გაგზავნის.