ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) გათავისუფლებულმა კარტოგრაფებმა სასამართლოს შენობა დატოვეს – ვრცელდება კადრები

სასამართლოს დარბაზიდან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების კადრები ვრცელდება.

მელაშვილსა და ილიჩობას სასამართლოს შენობის გარეთ ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. მათ კომენტარი გააკეთეს ჟურნალისტებთანაც.

“თავიდან ბოლომდე აბსურდულია, უსაზიზრრესი ბრალდება არის. მაგრამ შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ,”- აცხადებს მელაშვილი.

მელაშვილი გირაოს შეფარდებას არ ეთანხმება, ვინაიდან, ამბობს, რომ მათი ბრალეულობა არაფერში იკვეთება.

მისი თქმით, ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირეებული.

იტვირთბა....