ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კარტოგრაფების გათავისუფლება ყველაფერს ცვლის”- ელისაშვილი პარლამენტში შესვლაზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლება პარლამენტში შესვლის საკითხთან მიმართებით რეალობას მნიშვნელოვნად ცვლის.

“რა თქმა უნდა ცვლის რეალობას. დღევანდელი გათავისუფლება ბატონი მელაშვილის და ქალბატონი ილიჩოვასი, რა თქმა უნდა, ცვლის ყველაფერს”.

ელისაშვილის თქმით, გირაოს სანაცვლოდ კარტოგრაფების გათავისუფლება  მისი და ლევან იოსელიანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგია.

მისი თქმით, შეხვედრაზე პოლიტპატიმრების საკითხთან ერთად მთავარი თემა საარჩევნო რეფორმაა, რომელზეც, მისი თქმით, ხელისუფლებასთან გარკვეულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

ელისაშვილის თქმით, ვისაც ადარდებს გიორგი რურუას გათავისუფლებაც, უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას,

ცნობისთვის, მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

იტვირთბა....