“ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი”, რომელიც ტელეკომპანია იმედს, ჯიდიესსა და რადიო იმედს ფლობს, იყიდება.
კომპანიამ გარიგების შესახებ კომუნიკაციების კომისიას მიმართა.კომისიამ საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და თანხმობა გასცა.
ტელეკომპანიაში მოსალოდნელ ცვლილებებზე “ფორმულა” აქამდეც ავრცელებდა ინფორმაციას. 11 იანვარს “ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ არხის მმართველი რგოლი ტელევიზიის მფლობელის ირაკლი რუხაძის გუნდით დაკომპლექტდება.