ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა დაკავებული კარტოგრაფებისთვის პატიმრობის შეცვლას 30-30 ათას ლარიან გირაოთი ითხოვს

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული  დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პროკურატურა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლას 0-30 ათას ლარიანი გირაოთი ითხოვს.

გირაოსტან ერთად, პროკურატურა ითხოვს, საგამოძიებო უწყების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლო ამ ჭუთებში მიმდინარეობს. ადვოკატები ნაწილობრივ დაეთანხმნენ პროკურატურის შუმდგომლობის ნაწილს, პატიმრობის გაუქმების შესახებ.

დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

 

იტვირთბა....