აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ(FDA) აივ ინფექციის პირველი ხანგრძლივი მოქმედების კომბინაცია დაამტკიცა, რომლებსაც შეუძლიათ შიდსის ვირუსით ინფექციის კონტროლისთვის ყოველდღიური აბები შეცვალოს.
ამ ფაქტს ჯანდაცვის საკითხებში გაეროს მრჩეველი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“უმაგრესი ამბავია, უმაგრესი. გაიხსენეთ, 3-2 წლის წინ ჩემი მოსაზრებები. ევროპაში წინა თვეს და ახლა შეერთებულ შტატებში დარეგისტრირდა, თვეში ერთხელ HIV treatment.
მალე, სულ მალე გვექნება 2 თვეში ერთხელ წამალი და საბოლოოდ, მივდივართ წელიწადში ერთხელ. ეს არის სამკურნალო და პრევენციის (PrEP) საუკეთესო საშუალება. იმედი მაქვს, რომ ეს წამლები მალე იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოცქსელში.