ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთის სოფელ ზინეთში ცეცხლის ჩაქრობას 40 მეხანძრე-მაშველი ცდილობს

ქობულეთის სოფელ ზინეთში, მთის ფერდზე ხანძარია. – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მთის ფერდზე ცეცხლი ეკალბარდს უკიდია, ხოლო ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის.

„ადგილზე რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება. კერებთან იმყოფება მეხანძრე-მაშვეების 40-კაციანი შემადგენლობა ინდივიდუალური აღჭურვილობით.  ქრობის პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. სიტუაცია კონტროლს ექვედებარება, ტყის მასივს ან დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში.

იტვირთბა....