ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველას მოვუწოდოთ ჩვენს ირგვლივ ეს ხშირად და სწორად გააკეთოს!” – რა განცხადებას ავრცელებს კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

კულუმბეგოვი აღნიშნულ მიმართვაში ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტის 22 იანვრის მონაცემებზე საუბრობს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

“ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) 22 იანვრის მონაცემებით საქართველოში არსებული შეზღუდვები შენარჩუნდება თუ შემსუბუქდება, იმ შემთხვევაში თუ პირბადის ტარება 72% შენარჩუნდება, არანაირი სხვაობა ამ ორ სცენარს შორის არ იქნება. პროექცია გაკეთებულია 21 მაისამდე.

– ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ხშირად დავიბანოთ ხელი!

– ყველას მოვუწოდოთ ჩვენს ირგვლივ ეს ხშირად და სწორად გააკეთოს! აი, ასეთ შემთხვევაში სწრაფად უნდა გადაიხედოს არსებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი და პრიორიტეტული დარგების მიმართ შეზღუდვები სწრაფად შემსუბუქდეს!” – წერს კულუმბეგოვი.

📈 ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) 22 იანვრის მონაცემებით საქართველოში არსებული შეზღუდვები…

Posted by Bidzina Kulumbegov on Wednesday, January 27, 2021

იტვირთბა....