ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. აღნიშნულ ქადაგებას გამოეხმაურა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელიც, რომელმაც განაცხადა, რომ დეკანოზ თადეოზს ეპარქია შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს.
“მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი ჭიათურის ტაძარში ჩავიდა, სადაც დეკანოზი მსახურობს, თუმცა მას დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ დეკანოზმა საკვირაო ქადაგება დაიწყო ქურდული სამყაროზე საუბრით, სადაც ის “ქურდული სამყაროს” კანონებს დადებით კონტექსტში მოიხსენიებს. როგორც მისი მრევლიდან ირკვევა, დეკანოზი :ქურდულ სამყაროსთან” მჭიდროდ დაკავშირებული პირი იყო.
“ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებთ, ბაბუ… თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, არც სპორტში ივარგე, მაშინ არ სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს? ასე, რომ ღმერთი გვეხმარება,”- თქვა დეკანოზმა საკვირაო ქადაგებისას.