“ადამიანური ტრაგედიის ანატომია: შენი აქტუალიზაცია ხდება თავზე ნაგვის დაყრით. ბევრი გულშემატკივარი გიჩნდება. ტელევიზორი. შენც ამაყობ ამით. ე.ი. ტყუილად არ გიცხოვრია…#ჩვენიდროისგმირები.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
აღნიშნულით გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ბათუმში აქციის დროს მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, რა დროსაც აქტივისტმა დეპუტატს ურნიდან ნაგავი დააყარა.
ცნობისთვის, 24 იანვარს პოლიციამ ირაკლი განგანი ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული დევნისა და ნაგვის თავზე დაყრის ფაქტზე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის – ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა.
ირაჯლი ფანგანი მომხდარი ინციდენტიდან ორ დღეში გაათავისუფლეს.