ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელ (დათუაშვილი) დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.
მეუფის განცხადებით, ეპარქია ამ საკითხზე იმსჯელებს და უახლოეს მომავალში დეკანოზს შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს.
“მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის. ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას”, – ნათქვამია მეუფეს განცხადებაში.
ცნობისთვის, დეკანოზი თადეოზ სარალიძემ ქადაქებისას ბავშვებზე საუბრისას განაცხადა, რომ განაცხადა, თუ ისინი პარაზიტები იქნებიან, სჯობს პატარები მოკვდნენ და სასუფეველში მოხვდნენ.