თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციებს “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” გამოხმაურა.
როგორც ცერცვაძემ ამავე გადაცემაში აღნიშნა, – “ძნელია რიგით ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ გააგებინო შეზღუდვების აუცილებლობა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს.”
“ძალიან ძნელია, მესმის, რიგით ადამიანს, რომელმაც დაკარგა შემოსავალი, რომელსაც უჭირს გააგებინო, მაგრამ მე ვერ ვხედავ უკეთეს გამოსავალს. ყველა შეზღუდვის მოხსნა არ არის უკეთესი გამოსავალი. რომ არ გაღარიბებულიყო ეს ხალხი ამიტომ ზაფხულში მათ გაუხსნეს ყველა შესაძლებლობა და ამიტომ მივიღეთ ნოემბერი და დეკემბერი”, – აღნიშნა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. ქვეყანაში დაწსებული შეზღუდვების მოთხოვნით საპროტესტო აქციები პერმანენტულად მიმდინარეობს.