aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთს საქართველოსთვის სამი თვის ვადაში 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია დაეკისრა – ევროსაბჭოს რეზოლუცია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, სადაც “2008 წლის ომის” საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების აუცილებლობაზე იმსჯელეს, რეზოლუცია დაამტკიცა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც წევრ ქვეყნებს, სტრასბურგის სასამართლოს სწრაფად და სრულყოფილად აღსრულებისკენ მოუწოდებს.

დოკუმენტში საუბარია „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (I) საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, რომელიც 2006 წლის ზაფხულში რუსეთის ფედერაციის მხრიდან უამრავი ქართველის დაპატიმრებას, დაკავებასა და გამოძევებას ეხება. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მთავრობისთვის სულ მცირე 1 500 მოქალაქისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სამი თვის ვადაში 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია დააკისრა.

„1 369-ე სხდომაზე მინისტრთა კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კომპენსაცია ჯერ კიდევ არ იყო გადახდილი და ხაზი გაუსვა კონვენციის 46.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი დაკმაყოფილების მიზნით კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას,“- აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომიტეტმა მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ დაიწყოს დეტალური კონსულტაციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოსთან გადაუხდელობის გამო დარიცხულ ჯარიმასთან ერთად კომპენსაციის გადახდის პირობებთან დაკავშირებით.

იტვირთბა....