საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
სებ-ის ცნობით, 27 იანვრისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით დასტაბილურდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.3011 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.3043 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, ასევე, ოდნავ გამყარდა. 1 ევრო ხვალ 4.0032 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0147 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 27 იანვრისთვის ამოქმედდება.