ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან არიან შეკრებილი, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
აქტივისტები მისული არიან სლოგანებით – “ხელისუფლებამ გაწირა ადამიანები!” და “ჩვენს შვილებს ვერ მოვაშიებთ”.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები არაკანონიერია. მათი განცხადებით, აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
აქციაზე არიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, სამთო-სათხილამურო კურორტებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ცნობისთვის, ქვეყანაში დაწსებული შეზღუდვების მოთხოვნით საპროტესტო აქციები პერმანენტულად მიმდინარეობს.