ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნეაპოლში დაკარგული ქართველი ქალი იპოვეს

ნეაპოლში დაკარგული ქართველი ქალი მარიკა ჟვანია იპოვეს, ის ცოცხალია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გაუჩინარებული ქალის ახლობელი ავრცელებს.

“წინასწარ გიხდით მადლობას ყველაფრისთვის, მარიკას ვესაუბრე, მადლობა ღმერთს ცოცხალია”, – წერს ჟვანიას ახლობელი ნიკა აბშილავა.

ცნობისათვის, მარიკა ჟვანიას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია იტალიაში ქართველი ემიგრანტების “ფეისბუქ-ჯგუფში” გავრცელდა. ქალი წლებია იტალიაში მუშაობს და უკვე ერთი თვეა კონტაქტზე არავისთან გასულა.

იტვირთბა....