საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 050 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 349 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 857, „პისიარ“ ტესტით – 11 492.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 254 822 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 244 446 გამოჯანმრთელდა, 3 096 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 490, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 069 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 353 პირი.