საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
სებ-ის ცნობით, 25 იანვრისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში უმნიშვნლოდ დასტაბილურდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.3043 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.3044 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, ასევე, ოდნავ გამყარდა. 1 ევრო ხვალ 4.0147 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0228 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 25 იანვრისთვის ამოქმედდება.