გაზეთ “ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ბათუმში საპროტესტო აქციის დროს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ურნიდან ნაგვის დაყრის ფაქტზე მოძრაობა “ალეტრნატივას” წევრის დაკავებას ეხმაურება.
როგორც კილაძე წერს, თავზე ნაგვის დამყრელი მეორე დღესვე დააკავეს, როცა პიირ, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, დღემდე თავისუფალია.
“შედარებისთვის მოგიყვანთ მაგალითს – ირაკლი ჩავლეიშვილის თავზე ნაგვის დამყრელი მეორე დღეს დააკავეს, ვაჟა ნოზაძე სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდა, წელიწადზე მეტია გამოძიება მიმდინარეობს, პროკურატურამ არც დაზარალებულად მცნო და არც დამნაშავეა დაკავებული, განსხვავებას ხედავთ?!
ჩავლეიშვილი მათიანია, მე – არა და იმიტომ!
რეჟიმს იცავთ ჩავლეიშვილის ქომაგები!”- წერს ელისო კილაძ.
შეგახსენებთ, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ, აქტივისტები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ დააკავა ირაკლი ფანგანი და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.