aviabiletebi
მთავარი ციტატა

“გახსოვთ, ტურებივით დამესივნენ, მაგრამ ეს ადამიანები ამ დრომდე არავის დაუკავებია”- ლევან ხაბეიშვილი

“შეიძლება პოლიტიკურ ლიდერებს, ოპოზიციონერებს დაესხა თავს, თუმცა არავინ გასამართლებულა. ბაკურიანში გვახსოვს ნიკა მელიაზე თავდასხმა, იგივე საკრებულოში ჩემი უფლებამოსილების განხორციელების დროს  ტურებივით დამესივნენ და ამაში მონაწილეობა მიიღო არა რომელიმე აქტივისტმა, არამედ საკრებულოს წევრებმა, თუმცა ეს ადამიანები ამ დრომდე არავის დაუკავებია.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლევან ხაბეიშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წეცრი

ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან ბათუმში მომხდარი ინციდენტის დროს ერთი აქტივისტის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ოპოზიცის ნაწილი ბათუმში აქტივისტის დაკავებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ის ორმაგი სტანდარტების მსხვერპლია. 

შეგახსენებთ, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ, აქტივისტები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ დააკავა ირაკლი ფანგანი და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

იტვირთბა....