„ლილო მოლის” გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია აცხადებს, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან პირველი თებერვლიდან არ იხსნება ღია სივრცე, რომელიც უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა სავაჭრო ობიექტები. მისივე თქმით, მოვაჭრეები თავს დისკრიმინირებულად მიიჩნევენ და ვითარების კონტროლი რთულია.
“დაკეტილია ტერიტორია და ვინ რას აპროტესტებს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, პოზიცია არის ის, რომ რეალურად უსამართლო გადაწყვეტილებაა, ვიყავით შეთანხმებულები სამივეჯერ და სამივეჯერ მოვტყუვდით, ამიტომ ეს ხალხი თვლის თავს დაჩაგრულად, დისკრიმინირებულად. ამიტომ ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ ამ მდგომარეობას, თორემ იმაში, რომ ერთიანად არ გახსნილიყო ან გახსნილიყო, პრობლემა არ იყო. ამდენი ხანი ჩვენ სიტუაციას ყოველთვის ვაკონტროლებდით და ახლა ეს ხალხი ფაქტობრივად დარჩა ყველაფრის გარეშე. რეალურად უსამართლო არის, რომ იხსნება მხოლოდ ნაწილი და არ იხსნება ღია სივრცე, რომელიც უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა სავაჭრო ობიექტები”, – განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.
„ლილო მოლის” მოვაჭრეების მოთხოვნაა, პირველი თებერვლიდან მუშაობის განახლების უფლება მიეცეთ. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველ თებერვალს მაღაზიებს თვითნებურად გახსნიან.