ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ბებია აფხაზი მყავდა და სულ ვფიქრობ, რატომ არ მასწავლა აფხაზური კარგად” – ეკა ხოფერია

„ძალიან მინდა აფხაზური ენის პოპულარიზაცია. არის კურსები, წრეები, მაგრამ მინდა, ამ თემას კიდევ უფრო მეტად მოვკიდო ხელი. მე ბებია აფხაზი მყავდა და სულ ვფიქრობ, რატომ არ მასწავლა აფხაზური კარგად.  მინდა, გავაკეთო პროექტები, რომლითაც აფხაზური ენა კიდევ უფრო პოპულარული გახდება, რადგან, სამწუხაროდ, ჩემი ბავშვობის დროსაც, აფხაზურად ძალიან ცოტა ადამიანი ლაპარაკობდა, რუსულად საუბრობდნენ.”

ეკა ხოფერია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.

ამის შესახებ მან “დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....