ექიმი, გიორგი ღოღობერიძე მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, რეგულაციების დაცვით გაიხსნას კურორტები და ღია ტიპის რესტორნებიც.
როგორც ექიმი “კურიერთან” საუბრისას აცხადებს, კორონავირუსის შემთხვევებმა მაქსიმალურად დაიწყო შეიმცირება, თუმცა საქართველოში ვირუსის ახალი შტამის არსებობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ინფიცირების ზრდის მატებას, როგორც ეს დეკემბრის თვეში იყო.
“შემთხვევები რადიკალურად შემცირდა, მაგრამ ჩვენთან უკვე დაფიქსირებულია ბრიტანული შტამი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხელაღებით მოვხსნით ყველა შეზღუდვას, შეიძლება იმავე მდგომარეობაში ჩავვარდეთ, როგორშიც ვიყავით დეკემბერში.
თუმცა, ხაზს ვუსვამ იმ მდგომარეობას, რომ შეზღუდვების ნაწილი უნდა შემსუბუქდეს, რაც შეიძლება იყოს კურორტები, რადგან თუ დაცული იქნება წესები, არ გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა, ეს არის ტრანსპორტის დაშვება, განსაკუთრებით ავტობუსების და ღია წესის რესტორნები,” – აცხადებს ექიმი.
ცნობისთვის, ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შემზღუდვები განხანგრძლივდა. დაწესებული შეზღუდვები კი სარესტორნო ბიზნესაც შეეხო. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღადგენა პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.