,,უბედურება დაგვატყდა თავს, არავინ ვართ შემთხვევითობისგან დაზღვეულები… გუშინ ღამით, წვიმიან ამინდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშაში, სოფელ მარანში რკინიგზის გადასასვლელთან. ავტოსაგზაო შემთხვევას ემხვერპლა 68 წლის ემზარ ხონელიძე. დედაჩემის სახელთან ერთად მის სახელს ყოველთვის მოვიხსენიებ ლოცვებში. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს. სოზარი მივლინებით მიდიოდა სამეგრელოში. მძღოლი და სოზარი მსუბუქად არიან დაშავებულები“ – წერს სუბარის მეუღლე, თამთა ყუბანეიშვილი ფეისბუქის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ ღამით სამტრედია – აბაშის გზაზე მოხდა. მინისტრის ავტომობილისა და ტაქსის შეჯახების შედეგად ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა.