ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოქალაქეებმა ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნისთვის 48-საათიანი ვადა მისცეს

მთავრობის ადმინისტრაცისთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნისთვის 48-საათიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სახელმწიფო შენობების პიკეტირება დააანონსეს. მომდევნო აქცია სამშაბათს, 26 იანვარს გაიმართება.

დღევანდელ აქციაზე როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ისე პოლიტიკოსები და ბიზნესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მათ შორის რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი, შალვა ალავერდაშვილი.

მან ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებას შეზღუდვების ძალაში დატოვების და შემსუბუქების შესახებ კურიოზული უწოდა – საკოორდინაციო საბჭომ 1-ლი თებერვლიდან ბათუმში ღია კაფეების გახსნა დააანონსა, ზამთრის კურორტების გახსნა კი მარტამდე გადაიდო.

“ივნისისთვის რომ სათხილამურო საბაგიროები გაგვეხსნა, მთლად უკეთესი იქნებოდა, ამას რა ჯობია. სერიოზულად კი – როცა სხვა ქვეყნებს ვედრებით და ვამბობთ, რომ ინგლისში დაკეტილია – ინგლისში მოქალაქეებს ხელფასის 80% მაინც ერიცხებათ. არც ერთი ადამიანი იქნებოდა აქციაზე, ხელფასის 80% ანგარიშზე რომ ერიცხებოდეთ. ამიტომ არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის და განვითარებული ქვეყნების შედარება ამ კუთხით”. – ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აღნიშნული აქცია კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“-ს ორგანიზებით იმართება.

იტვირთბა....