“სულ დანაგვიანდა ქართული პოლიტიკა, მათ შორის ფსევდო-მორალიზმითაც, რომელსაც ნაგვის დაყრა აწუხებს, მაგრამ სუნი არა…”
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე გამოძიება 239-ე და 156-ე მუხლით დაიწყო.