საზოგადოება

რას ეძებდა მსოფლიო 2020 წელს Google -ში ყველაზე ხშირად

Google -მა ყოველწლიური ანგარიში, Year in Search გამოაქვეყნა, რომელიც გვიჩვენებს თუ რას ეძებდა მსოფლიო პანდემიის პერიოდში ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში.

გაურკვევლობის დროს, ადამიანები ცდილობენ, გაიგონ მისი მიზეზი და მნიშვნელობა.

2020 წელს, მსოფლიოში, Google -ის საძიებო სისტემის მეშვეობით, როგორც ირკვევა, ადამიანები, სხვადასხვა თემის გარშემო, ყველაზე ხშირად, სვამდნენ კითხვას: რატომ?

 

ანგარიშის მიხედვით, რეკორდი მოსხნა კითხვამ „რა დღეა დღეს?“.

ასევე ანგარიშიდან ირკვევა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოსახლეობა, ძირითადად, სახლის პირობებში თავის მოვლის შესახებ ეძებდა ინფორმაციას.

ყველაზე ხშირად მოძიებულ კითხვებზე პასუხების ჩამონათვალი ასეთია:

როგორ შევჭრათ მამაკაცს თმა სახლის პირობებში?

როგორ დავიხვიოთ თმა სახლის პირობებში?

როგორ შევიღებოთ თმა სახლის პირობებში?

როგორ დავიბანოთ ხელები?

როგორ დავამზადოთ ხელის სანიტაიზერი სახლის პირობებში?

როგორ შევკეროთ ნიღაბი?

 

ხოლო ყველაზე ხშირად მოძიებული თემების ჩამონათვალი ასეთია:

  1. არჩევნების შედეგები
  2. კორონავირუსი
  3. კობი ბრაიანტი
  4. Zoom
  5. IPL

 

ყველაზე ხშირად მოძიებული რეცეპტების ჩამონათვალი ასეთია:

1. Dalgona coffee

    1. Ekmek
    2. Sourdough bread
    3. Pizza
    4. Lahmacun
      ყველაზე ხშირად მოძიებული ფილმები:
    1. 1. Parasite
  1. 1917
  2. Black Panther
  3. 365 Days

5. Contagion

მონაცემთა სრული ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე

მასალა მომზადებგულია marketers.at -ის მიხედვით

იტვირთბა....